სკოლის ეზოში ჩატარებული ინოვაციური ტიპის სამოდელო გაკვეთილი!

25 ოქტომბერს მე-8 მესამე კლასს სკოლის ეზოში ჩაუტარდა ინოვაციური ტიპის  სამოდელო გაკვეთილი - ,,შემოდგომა ბარათაშვილის სულში" ნიკოლოზ  ბარათაშვილის ლექსის ,,ფიქრნი მტკვრის პირას’’ მიხედვით’’ (მასწავლებელი - ლია გოგოხია).

მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს: ჰგავდა თუ არა ბარათაშვილის ცხოვრება შემოდგომას,  რატომ იქცა  მხიარული  ბიჭი  სულიერი ტკივილებით აღსავსე სევდიან ჭაბუკად?  ჩამოთვალეს სევდის გამომწვევი მიზეზები, მოირგეს ,,ფსიქოლოგის’’ როლი და ჩამოწერეს იდეები, თუ როგორ დაეხმარებოდნენ თავიანთ თანატოლებს სევდის დაძლევაში.

 


ზემოთ